ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს „ალფა-პეტი“ (ს/ნ: 205223970; იურიდიული მისამართი: საქართველო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მისაქციელი) ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას მის მიერ შერჩეული ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს კომპანიის საკონტაქტო მისამართზე გამოგზავნით ან თქვენს მიერ სხვა ფორმით მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს „ალფა-პეტი“ ამუშავებს თქვენ მიერ შერჩეული ვაკანსიის განაცხადში ან/და თქვენ მიერ მოწოდებულ რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება, განათლება და სხვა მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია შერჩევის პროცესთან).

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი თანხმობა და კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი - კანდიდატების შერჩევისა და შეფასების პროცესის წარმართვის მიზნით.

კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით, რის შემდეგაც წაიშლება ან განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რასაც შპს „ალფა-პეტი“ ამუშავებს თქვენს შესახებ, აგრეთვე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტით: info@alfa-pet.com

აგრეთვე, თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

შპს „ალფა-პეტსა“და კანდიდატს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

კანდიდატის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება selfrecruit.ge-ს ღრუბლოვან სისტემაში (Cloud), რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო შენახვას მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული დაცვის ზომების დაცვით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.self.hr/ge.

<