„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
• ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
• დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება:
• 1500 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქციები:
• წარმოების დაწყებამდე ნედლეულის მობილიზება;
• აპარატურის მუშაობის და პარამეტრების მუდმივი კონტროლი;
• საწარმოო პროცესში ფილტრების გაწმენდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
• მანქანის გაშვება-გაჩერების შეფერხების შემთხვევაში, ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და მათი ადგილზე მოგვარება;
• მზა პროდუქციის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;
• პროდუქციის წონისა და შიგთავსის შესაბამისობის კონტროლი;
• დეფექტური პროდუქციის იდენტიფიცირება, სორტირება და აღრიცხვა;
• სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული შეუსაბამობების/გადაცდომების დროული იდენტიფიკაცია და მათ აღმოსაფხვერლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
• სამუშაო ცვლის დასრულებამდე სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
• მომდევნო ცვლის ოპერატორისთვის მიმდინარე ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.
სამუშაო დრო:
• არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
დამატებითი სარგებელი:
• ბონუსი;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• კვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
• სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
• დროის სწორად მართვის უნარი;
• დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;