„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა
• ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
• დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
სამუშაო დრო
ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე;
შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.
სარგებელი
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• კვების თანადაფინანსება
ფუნქცია-მოვალეობები
• საწარმოო პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა და წარმოების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
• საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
• მოწყობილობების მუშაობის პარამეტრების მონიტორინგი და ტექნოლოგიური პროცესის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
• ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდის ღონისძიებებში მონაწილეობა;
• მოწყობილობების გაუმართაობების მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია;
• გეგმურ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლში მონაწილეობა;
• ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების მომზადება/განახლების პროცესში მონაწილეობა;
• მოწყობილობების მონტაჟის, გაშვების, გამართვისა და მოდერნიზაციის სამუშაოებში მონაწილეობა;
• სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და ტექნიკური მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
• წარმოების თანამშრომლების ტექნიკურ საკითხებზე მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტირება;
• ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა პროცედურების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (მექანიკა, ელექტროინჟინერია ან მონათესავე მიმართულება);
• საწარმოო გარემოში ინჟინრად, ტექნიკოსად ან ტექნიკური მიმართულების სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
• საწარმოო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
• მექანიკის, ჰიდრავლიკის, პნევმატიკისა და ელექტროტექნიკის საბაზისო ცოდნა;
• ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
• ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
• გეგმურ-პროფილაქტიკური მომსახურების პრინციპების ცოდნა;
• MS Office-ის ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.