მექანიკოსი
16-07-2026 - 16-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა
• ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
• დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

სამუშაო დრო
ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე; 
შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. 

სარგებელი
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• კვების თანადაფინანსება.

 ძირითადი ფუნქციები
• საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; 
• გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება; 
• ტექნიკური გაუმართაობების, ცვეთისა და ავარიული რისკების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა; 
• მოწყობილობების მონტაჟში, გაშვებაში, გამართვასა და მოდერნიზაციაში მონაწილეობა;
• სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და სახარჯი მასალების საჭიროების კონტროლი და შესყიდვის მოთხოვნის ინიცირება; 
• შესრულებული სამუშაოების შესახებ ტექნიკური ინფორმაციისა და ჩანაწერების წარმოება; 
• GMP, PRP, FSSC 22000-ის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნების დაცვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი ან პროფესიული განათლება მექანიკის, მანქანათმშენებლობის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით; 
• მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (საწარმოო/სამრეწველო გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); 
• საწარმოო დანადგარების, მექანიკური კვანძების, პნევმატური სისტემებისა და მოძრავი მექანიზმების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გამოცდილება; 
• ტექნიკური ნახაზებისა და მექანიკური სქემების წაკითხვის უნარი; 
• ტექნიკური ინსტრუმენტებისა და საზომი მოწყობილობების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; 
• გეგმური და ავარიული სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულების გამოცდილება; 
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; 
• GMP, PRP, FSSC 22000-ისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
• გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!