„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას გამბერი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი ფუნქციები:
გამბერი დანადგარის მართვა (გაშვება/გაჩერება და პარამეტრების კონტროლი);
პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
პროდუქციის მარკირება, შეფუთვის კონტროლი და წუნის სორტირება დადგენილი პროცედურების მიხედვით;
სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება (პარამეტრების ანგარიში, ოპერატორის ჟურნალი);
სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციული/ტექნიკური დავალებების შესრულება.
სამუშაო დრო:
არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
დამატებითი სარგებელი:
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• კვება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
• სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;
სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი.