ხარისხის ინჟინერი
25-12-2025 - 31-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა

  • ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
  • დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

 

სამუშაო გარემო

  • ლაბორატორია / საწარმო

 

ანაზღაურება

  • 1900 ლარი

ძირითადი ფუნქციები

  • წარმოებული და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი დანერგილი ხარისხის, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისად;
  • ნედლეულის, საღებავებისა და შეფუთვის მასალების შემომავალი კონტროლი;
  • შიდა ლაბორატორიული შემოწმებების ჩატარება (საზომი ხელსაწყოების გამოყენება), შედეგების ანალიზი და დოკუმენტირება;
  • წარმოების პროცესის მონიტორინგი და გამოვლენილი შეუსაბამობების დროული დაფიქსირება;
  • წუნდებული პროდუქციის იდენტიფიცირება, ამოღება და წუნის გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
  • მზა პროდუქციის დატვირთვის კონტროლი, სერტიფიკატების გამოწერა და საჭიროებისამებრ ეტიკეტირება;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • ხარისხთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • HACCP, ISO 9001, FSSC 22000 / ISO 22000 სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და შესრულების კონტროლი

სამუშაო დრო

  • არასტანდარტული, ცვლადი გრაფიკი: 2 სამუშაო დღე / 2 დღე დასვენება
  • სამუშაო საათები: 09:00–21:00
  • საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით, შესაძლებელია ღამის ცვლაში (სამუშაო საათები: 21:00-09:00)  მუშაობა.

 

დამატებითი სარგებელი

  • ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვების თანადაფინანსება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სურსათის ტექნოლოგია, ქიმია, ბიოტექნოლოგია, ინჟინერია ან მონათესავე მიმართულება);
  • ხარისხის მართვის, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სისტემების საბაზისო ან პრაქტიკული ცოდნა;
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენებისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook).
  • სასურველი უცხო ენის ცოდნა - რუსული, ინგლისური.

 

სამუშაო გამოცდილება

  • ხარისხის კონტროლის / ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება;
  • კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შიდა ლაბორატორიულ შემოწმებებთან და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებასთან მუშაობის გამოცდილება.

 

სტანდარტები და რეგულაციები

  • HACCP სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ISO 9001, FSSC 22000 / ISO 22000 სტანდარტების ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

 

პიროვნული უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინსტრუქციებისა და წესების მკაცრი დაცვა.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<