„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში.
კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: Alfa-pet.com
„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
• ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
• დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება:
• 1700 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქციები:
• პროდუქციის დამზადების ხარისხის კონტროლი (ნიმუშების შიდა ლაბორატორიული შემოწმება, მონაცემების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება);
• დამზადებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი, კომპანიაში დანერგილი ხარისხის სტანდარტის შესაბამისად (ინსპექტირების სიხშირისა და სპეციფიკის გათვალისწინებით);
• პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი - ცვლის უფროსების მიერ დამზადების ეტაპზე ჩასატარებელი შემოწმების შესრულების მონიტორინგი;
• გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების რეგისტრაცია ჟურნალში და შესაბამისის ადრესატების დროული ინფორმირება დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ;
• დამზადების პროცესში აღმოჩენილი წუნდებული პროდუქციის ამოღება სამუშაო პროცესიდან შესაბამისი წესის დაცვით და წუნის გამომწვევი მიზეზების დადგენა;
• მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების / ხარვეზების აღმოფხვრისთვის დაგეგმილი კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დროული შესრულების მონიტორინგი;
• დამზადებული პროდუქციის სარეალიზაციო სახის შერჩევითი კონტროლი (მარკირება, შეფუთვა);
• ჰიგიენური სტანდარტების კონტროლი;
• მექანიკური და ტექნოლოგიური შეცდომების კონტროლი;
• შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
• დანადგარებით გამოწვეული ხარვეზების კონტროლი და შესაბამისი ადრესატების დროული ინფორმირება;
• ადამიანური და მექანიკური შეცდომების მინიმიზაცია;
• კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია, სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად;
• სამუშაო სივრცეში FSS 22000 (სურსათის უვნებლობა) სტანდარტის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
სამუშაო დრო:
• არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
დამატებითი სარგებელი:
• ბონუსი;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• კვების ხარჯების თანადაფინანსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;
• სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
• სისტემურობა და ორგანიზებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
• სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.